შაქარაშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულები მკვლელობების სერიას აანონსებენ (ვიდეო)

 სკანდალური ჩანაწერი შაქარაშვილის საქმეში ბრალდებულთა საკნიდან.

„ტვ პირველის” მიერ მოპოვებული ფარული ვიდეოჩანაწერიდან ერთ-ერთი გადაღებულია ბრალდებული არასრულწლოვნის ზ.ხ.-ს საკანში.

ბრალდებული ამბობს, – იმ შემთხვევაში თუ ის გამტყუნდება და პატიმრობას  მიუსჯიან, მამამისი შურს იძიებს.

ის ახსენებს ოქროს მოწმე გურამ ამირხანაშვილს, ამბობს, რომ მამამისი მას მოკლავს. ზ.ხ.-ს თქმით, გამამტყუნებელ განაჩენს კიდევ მოყვება 5 ადამიანის ლიკვიდაცია.

 

კომენტარები