ფასები ყველაზე მეტად მომატებულია ზეთზე და ცხიმზე – 42.7 პროცენტით

საქსტატის მონაცემებით:

2021 წლის მაისის თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები  3.3 პროცენტით გაიზარდა, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.07 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები ყველაზე მეტად მომატებულია ზეთზე და ცხიმზე – 42.7 პროცენტით.

შემდეგ მოდის, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 13.7 პროცენტი.

რძე, ყველი და კვერცხი – 8.0 პროცენტი.

2021 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7 პროცენტი, წლიური ინფლაციის დონემ 7.7 პროცენტი შეადგინა.

მზესუმზირის ზეთის, შაქრის და პურის გაძვირების წვლილმა თვის ინფლაციაში სათითაოდ 0.1 პპ შეადგინა. საპირისპიროდ, იმერული ყველის გაიაფებამ თვის ინფლაცია 0.2 პპ-ით შეამცირა. წლიურად სურსათი 6.0 პროცენტით იყო გაძვირებული. იანვრის 3.6 პროცენტიანი ინფლაციიდან სურსათზე 1.7 პპ მოდიოდა, საიდანაც მხოლოდ ზეთზე, შაქარზე, კვერცხზე და პურზე 1.0 პპ.

კომენტარები