ფატი ყუბანეიშვილი: 14-ში ისევ გვეძახის სამშობლო! 14-ში ისევ ნამოხვანში ფეთქავს საქართველოს გული!

 – “მეგობრებო
‼
მიუხედავად ყველაფრის, რომ მცდელობა იყო, აქცია ჩავარდნილიყო – ის მაინც შედგა ქუთაისში…
როგორც კი შედიოდი ქალაქში, სულ სხვა ფერი ქონდა ყველაფერს და ქუთაისს ეღვიძა რაღაც სხვანაირად… ხალხის სახეებიც უფრო ცოცხალი იყო და მიუხედავად გადატვირთული ქუჩების მოძრაობა არ წყდებოდა… რაღაც იწყებოდა… დიდი და წმინდა…
‼
დიახ, გუშინ მივიდა 15 000 მდე ქართველი სრულიად სუფთა გულით და თვალებანთებული ქვეყნის დასაცავად!!! რომლებსაც არანაირი სხვა ანგარება არ ამოძრავებდათ გარდა იმ უსამართლობის, რის წინაშეც საკუთარმა მთავრობამ დააყენა და ეს რეალობა საკმაოდ მძიმეა!!!
გუშინ კიდევ ერთხელ გაირკვა რომ ქართველი ერი არ გადავშენდებით და ჩვენ ყოველთვის ჩვენი ქვეყნის და ქართველობის სადარაჯოზე ვიდგებით!!!
‼
რომ არ შევეპუებით უსამართლობას და ინვესტიციას ამოფარებული ქვეყნის გაყიდვასაც, რასაც 24 საათი გვიჩიჩინებენ გაყიდული პოლიტიკოსები და მიკროფონგაჩხერილი მედიის ქაჯები!!!
‼
აქციაზე იყვნენ რამოდენიმე ტელეციზიაც, მაგრამ საკმაოდ საცოდავად დადიოდნენ ხალხში იმიტომ რომ იქ სუფთა ქართული სული ტრიალებდა მათი პირწავარდნილი რესპოდენტებისგან განსხვავებით და დაბოდიალობდნენ ომში დაკარგულებივით😁

ამის ფონზე მუხტი იზრდებოდა და იზრდებოდა, რის ლომის წილიც აქციის ცენტრალური ადამიანის ვარლამ გოლეთიანზე მოდიოდა!!!
‼
იქვე და სწორადაც გადაწყდა, ისევ ხალხის მოთხოვნით, რომ მიკროფონთან არცერთი პოლიტიკური ფიგურა არ მისულიყო და ფაქტიურად ბევრსაც ჩაუვარდა კოვზი ნაცარში რომ არ მიეცათ ბინძურად პოლიტიკური ქულების დაწერის საშუალება😎
‼
და იყო სუფთა ეროვნული მუხტი, რომელიც 9 აპრილის მერე არც ყოფილა, რასაც ბევრი აღნიშნავდა….

‼
არ შეიძლება არ ვახსენოთ ემიგრანტები, რომლებიც არანაკლებად იბრძვიან და შეიძლება უფრო მეტადაც სტკივათ გული მანძილის გამო… ბევრია დევნილი მათ შორისაც და ამ სიტუაციით ისევ უცოცხლდებათ სამშობლოს დაკარგვის ტკივილი… ჩვენ ვგრძნობდით მათ თანადგომას და გუშინაც ისინი აქციის მონაწილეებს ზურგს გვიმაგრებდნენ!!!
‼
დიახ, მავანს, ჩვენი ერთობის ეშინია და სწორედ ამიტომ ყველანაირად ცდილობენ რომ ხალხი დაქსაქსონ და ჩაახშონ ჩვენი ხმა… რომ ჩაკლან მუხტი და დანებდნენ, მაგრამ ეს არ გამოსვლიათ არასდროს და არც ახლა გამოუვათ!!! ეს ქართველების გაქრობის ტოლია და ამას თვით უზენაესიც არ დაუშვებს ჩცენც რომ დავნებდეთ!!
‼
ასე რომ მეამაყებით თითოეული თქვენგანი, რომელმაც ამ წუთამდე მოიტანეთ ჩვენი ქვეყანა და მჯერავს, ვიქნებით ღირსეული რგოლი იმ ჯაჭვის, რომელიც წინაპრებსა და მომავალს შორის იქნება დამაკავშირებელი და კიდევ ბევრჯერ ვიტყვით ჩვენს სათქმელს ისე როგორც ჩვენს დიდებულ წინაპრებს შეეფერება!!!

✅14-ში გადამწყვეტი ბრძოლა გველის✌
✅14-ში ისევ გვეძახის სამშობლო!
✅14-ში ისევ ნამოხვანში ფეთქავს საქართველოს გული!!!

ივერია თვითონ არ გაბრწყინდა…
ივერია ჩვენ უნდა გავაბრწყინოთ🇬🇪❤

 – წერს ფატი ყუბანეიშვილი

 

კომენტარები