ფაქტებით დასტურდება, რომ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში მართლმსაჯულებას გამოექცა! – თამთა მეგრელიშვილი:

თამთა მეგრელიშვილი:

 – უკრაინაში მიმდინარეობს გამოძიება ოლიგარქ კურჩენკოსთან დაკავშირებით. იკითხება ყველა პირი რომელიც ამ საქმესთან კავშირშია.
❌ფაქტებით დასტურდება, რომ
აღებული დიდი ოდენობის ფულის სანაცვლოდ მიხეილ სააკაშვილს ევალებოდა უკრაინაში ხელისუფლების შეცვლა და იანუკოვიჩის ხალხის წინააღმდეგ აღძრული საქმეების დახურვა;
❌ფაქტებით დასტურდება და გამოძიების მიერ დამტკიცებულია, რომ სააკაშვილს რამდენჯერმე პირადი კომუნიკაცია ჰქონდა ოლიგარქ კურჩენკოსთან;
❌დასრულდა ექსპერტიზაც და დადასტურდა, რომ სატელეფონო საუბრისას ხმა ეკუთვნის მიხეილ სააკაშვილს;
❌დადგინდა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ, დანომრილი ფული გამოიგზავნა მოსკოვიდან უკრაინაში და ფული გადაეცა და დაუნაწილდა სააკაშვილის მხარდამჭერებს.
❌საქმის საბოლოო დასრულებამდეც ცხადია, რომ მიხეილ სააკაშვილი დიდ პოლიტიკურ აფიორაში გაეხვა და დიდი ალბათობით უკრაინის კანონმდებლობის წინაშეც მოუწევს პასუხისგება.
❌საქართველოს შემდეგ უკვე უკრაინაშიც დასრულდა მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური კარიერა.
❌მან ძალიან კარგად იცოდა კურჩენკოსა და სხვა პირების (მათ შორის მის) წინააღმდეგ უკრაინაში აღძრული მიმდინარე საქმის მსვლელობის განვითარება და ამიტომ ❌გამოიქცა
საქართველოში.
❌დიახ, ის გამოიქცა საქართველოში რათა თავი აერიდებინა უკრაინის კანონმდებლობისათვის.
მძიმე პოლიტიკური ფიასკო ფაქტია მძიმედ აისახა მის ფსიქიკაზე რისი სამედიცინო ნიშნებიც სამწუხაროდ სახეზეა და ამას აღიარებენ თავად გვარამია და სხვები.
❌ფაქტია, უკრაინის განთავისუფლების იდეის სანაცვლოდ სააკაშვილმა დიდი ფული მოიპარა.
❌საქართველოში საკუთარ ამომრჩეველს უმტკიცებდა “საქართველოს გადასარჩენად მოვდივარო”- არადა ფაქტებით დადგინდა, რომ სინამდვილეში
უკრაინის სამართალს გამოექცა.
ასე დაინგრა მითი მიხეილ სააკაშვილის გმირობაზე.
❌კაცი ორი სახელმწიფოს, უკრაინისა და საქართველოს ფულის ქურდია!
კომენტარები