„ფაშისტს მეძახიან. ჩემი ფოტო გამოიტანეს და ფეხებს აბიჯებდნენ…“-ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე:

-„რამდენიმე დღის წინ ანტივაქსერებს ჩემი ფოტოები გამოუტანიათ რუსთაველის გამზირზე, ზედ ფეხს აბიჯებენ და დადიან ჩემს სურათებზე –  ფაშისტს მეძახიან.

მოსახლეობასთან შეხვედრაზე სოფლებში მოვიდნენ ანტივაქსერები, სხდომების ჩაშლას ეცადნენ, მაგრამ ვერ ჩაშალეს. არხს არ დავასახელებ, მაგრამ ერთ-ერთ არხზე სერიოზული გამოსვლა იყო,- რა არ მეძახეს და ასე შემდეგ, არ ვაქცევ ყურადღებას. თან ახლა ანტიმიკრობული რეზისტენტობის დღეებია და ამაზე ხშირად ვსაუბრობ.

ორი რამ – ვაქცინა და ანტიბიოტიკი, ამაზე უკეთესი მეცნიერებას ჯანდაცვაში არაფერი მოუგონია. ამ ორმა გადაარჩინა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე“.

კომენტარები