ფერდობზე მეწყრის პრობლემა რამდენიმე ათეული წელია არსებობს, თუმცა სიტუაციის გაუარებისთანავე მერიამ“ – კახა კალაძე

დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა.

თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა:

-„ფერდობზე მეწყრის პრობლემა რამდენიმე ათეული წელია არსებობს, თუმცა სიტუაციის გაუარებისთანავე მერიამ ადგილზე მონიტორინგი დაიწყო. პირველ რიგში შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი. პრობლემის მოგვარებაში დროულად ჩაერთნენ გერმანელი ექსპერტები. ჯგუფში შედიან სპეციალისტები, გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, სამხარაულის ბიუროს ექსპერტები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.

დავიწყეთ მეწყრული ზონის 24-საათიანი მონიტორინგი. გასულ კვირას დავამონტაჟეთ მონიტორინგის თანამედროვე სისტემა, რომელიც უფრო ზუსტი დაკვირვებისა და მონაცემთა შეგროვების შესაძლებლობას იძლევა. სხვადასხვა პირები საზოგადოებაში პანიკას თესავდნენ, თითქოს, მოსახლეობის ევაკუაცია იყო  აუცილებელი.  შემუშავებულია ევაკუაციის გეგმა. ამის საჭიროება არ არსებობს, თუმცა ყოველი შემთხვევისთვის ეს გაკეთდა.  არასწორი ინფორმაციის გავრცელება და პანიკის დათესვა ხდებოდა.მერიამ მეწყერზე გასატარებელი ღონისძიებებისთვის კომპანია „როუდ პროჟექტის“ მომსახურება შეიძინა.

მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის შევიძინეთ კვლევა-პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების მომსახურეობა კომპანია „როუდ პროჯექტისგან“. ეს კონკრეტული კომპანია, გერმანელ ექსპერტებთან ერთად წყნეთი-ბეთანიის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებდა, ეს კომპანია და ექსპერტები  შეშელიძის ქუჩაზე მეწყრულ ფერდზე მიმდინარე სამუშაოებში არიან ჩართულები.

ამჟამად ფერდის სტაბილიზაციისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისთვის ყველა გადაუდებელი ღონისძიება ტარდება. ზედა ნაწილში მიმდინარეობს ცემენტიზაცია, მეწყრის გადაადგილება რომ შემცირდეს, ეწყობა დროებითი გზები, რათა სამუშაოების მომდევნო ეტაპზე გატარდეს მთელი რიგი ღონისძიებები,  მაჭავარიანის ქუჩის უსაფრთხოება რომ იყოს უზრუნველყოფილი“.

მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო, მეწყრული პროცესები გააქტიურდა.

კომენტარები