ფერეიდნელი ქართველები ლგბტ აღლუმის შესახებ ალაპარაკდნენ

“თბილისში ლგბტ პრაიდის ჩატარება ზნეობისა და ღირსების შელახვაა” – განაცხადეს პორტალ “დედაქალაქთან” ინტერვიუში ფერეიდნელმა ქართველებმა. ისინი  მთლიანად იზიარებენ და უერთდებიან ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ განცადებებსა და პოზიციას:

– “ჩვენ საქართველოში მცხოვრებ ფერეიდნელ ქართველების აბსოლუტურ უმრავლესობას (და არა მარტო საქართველოში მცხოვრებთ) გვსურს გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება და პოზიცია საქართველოში ამ ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ვიზიარებთ საქართველოს საპატრიარქოს პოზიციას და
ევროპის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის გათვალისწინებით (მუხლი10 ) ვაცხადებთ:

1. ვემიჯნებით და ვგმობთ ყველანაირ ძალადობას, არა ადამიანურ მოპყრობას და ადამიანების რწმენის და გრძნობების შეურაცხყოფას.

2. თბილისი პრაიდის ჩატარებას ვეწინააღმდეგებით იმიტომ რომ, ფაქტია, სურთ ამ აქციის ჩატარება ისეთ გარემოში, სადაც სხვადასხვა ეთნოსისა და აღმსარებლობის მოსახლეობისთვის ეს ქმედება უზნეობად და ღირსების შელახვად მიიჩნევა და აჩენს სამართლიან პროტესტს ტრადიციული ღირებულებების დამცველ ადამიანებში. გარდა ამისა ნათელია ისიც, რომ არაერთ ძალას სურს, ჩვენთან არსებული LGBT მცირე ჯგუფი გამოიყენოს გარკვეული მიზნებისათვის. ამ მიზნებში პოლიტიკური ორიენტირებიც იკვეთება და ეს ყველაფერი ხელს უწყობს ქვეყანაში არეულობის საფრთხის გაზრდას” – განაცხადეს “დედაქალაქისთვის” მიცემულ კომენტარში ფერეიდნელმა ქართველებმა.

კომენტარები