ფერმაში 25 სული მსხვილფეხა პირუტყვი დაიწვა – სიღნაღის მუნიციპალიტეტი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში, თავართქილაძეების ფერმა დაიწვა. ფერმის სხვენში თივა ინახებოდა, შენობაში ხანძარი სწრაფად გავრცელდა.
სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟების მისვლამდე, ფერმაში 25 სული მსხვილფეხა პირუტყვი დაიწვა.
ოჯახის წევრების განცხადებით, ათასობით ლარის ზარალია.
ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.