ფესტივალი „ბურგერფესტი“ 27 ივლისს გორკოვის პარკში ჩატარდება

27 ივლისს მოსკოვში, გორკოვის პარკში ფესტივალი „ბურგერფესტი“ ჩატარდება.

ეს ფესტივალი ჰამბურგერის საერთაშორისო დღეს ეძღვნება.

ტერიტორიაზე 40-მდე კვების ობიექტი იმუშავებს. მენიუ მრავალფეროვნებით გამოირჩევა და სტანდარტული ბურგერების გარდა აღმოსავლური ეგზოტიკური სამზარეულოს შიგთავსითაც იქნება წარმოდგენილი.

ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

წყარო: „russian.rt.com“.

კომენტარები