ფესტივალი „ღამის სერენადები“ თბილისში გრძელდება

კლასიკური მუსიკის ფესტივალი „ღამის სერენადები“  თბილისში გრძელდება.

ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის დიდ დარბაზში გამართულ ორგანყოფილებიან კონცერტზე მსმენელის წინაშე წარდგებიან ქართველი და უცხოელი შემსრულებლები და კამერული ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“.

ფესტივალი „ღამის სერენადები“  ბათუმში წარმატებით დასრულდა.აშშ-ში მოღვაწე ცნობილმა ქართველმა პიანისტმა, ალექსანდრე კორსანტიამ საქართველოში  პირველად შეასრულა გალინა უსტვოლსკაიას კონცერტი ფორტეპიანოს, ლიტავრებისა და სიმებიანი ორკესტრისთვის.

მისი საფორტეპიანო კონცერტის პრემიერა შედგა, რომელიც ა.კორსანტიასთან ერთად შეასრულა ფესტივალის საბაზო კამერულმა  ორკესტრმა „საქართველოს ვირტუოზები“ და ნათელა მარკოზაშვილმა(ლიტავრები). დირიჟორი კი გახლდათ ვახტანგ მაჭავარიანი.

საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 37 წლის ისტორიას ითვლის. ფესტივალის დამაარსებელი და უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელია მსოფლიოში სახელგანთქმული მევიოლინე და დირიჟორი ლიანა ისაკაძე. მასთან ერთად ფესტივალს მუსიკოსი გიორგი ისაკაძე ხელმძღვანელობს.

კომენტარები