ფესტივალი „ღამის სერენადები“ თბილისში დასრულდა

კლასიკური მუსიკის ფესტივალი „ღამის სერენადები“ თბილისში დასრულდა.

მსმენელის წინაშე წარდგნენ  მეცოსოპრანო ნინო სურგულაძე.  ორკესტრთან ერთად შეასრულა მანუელ დე ფალიას ნაწარმოები „ჯადოქარი სიყვარული“. მანამდე ორკესტრმა „საქართველოს ვირტუოზები“ ვახტანგ მაჭავარიანის დირიჟორობით წარმოადგინა მანუელ დე ფალიას ნაწარმოები – „სამწვეტიანი ქუდი“ და ბეთჰოვენის მერვე სიმფონია.

კლასიკური მუსიკის ფესტივალი ბათუმში ჩატარებული კონცერტების შემდეგ, ორი სექტემბრიდან თბილისში იმართებოდა.

ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრო.

საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 37 წლის ისტორიას ითვლის. ფესტივალის დამაარსებელი და უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელია მსოფლიოში სახელგანთქმული მევიოლინე და დირიჟორი ლიანა ისაკაძე. მასთან ერთად ფესტივალს მუსიკოსი გიორგი ისაკაძე ხელმძღვანელობს.

კომენტარები