ფეხბურთელის მკვლელობაში დამნაშავეები არიან ის ტელევიზიები, რომლებიც ეკლესიას ებრძვიან – ზვიად ტომარაძე:

– “გუშინ ერთ–ერთ არხზე 17 წლის ფეხბურთელის ტრაგედიაზე ვუყურე გადაცემას… ასეთი ტრაგედიები რომ ხდება, ერთ–ერთი დამნაშავე სწორედ ის ტელევიზიებია, რომლებიც ებრძვიან ეკლესიას, საზოგადოებაში ტრადიციებისა და მორალის მარგინალიზაციით არიან დაკავებულნი, ეთერებში კი ყოველგვარ ზნეობას მოკლებული ბალასტი გამოჰყავთ, ხოლო ზნეობის დამცველთა კატეგორია შავ სიაში ჰყავთ შეყვანილი! როგორც ვოლტერი ამბობდა: “ადამიანი არასოდეს განიცდის სინდისის ქენჯნას, ჩვეულებად ქცეული საქციელის გამო” – წერს ზვიად ტომარაძე

კომენტარები