ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატი, 12 ქვეყანაში აღარ გაიმართება

12 ქვეყანაში ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატი აღარ გაიმართება.

უეფამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო,ტურნირის ჩატარების ვადებსა და სხვა დეტალების შესახებ 5 მარტს გამოაცხადებს.

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო ოთხ ვარიანტს განიხილავს. კონტინენტის პირველობის 10 ქვეყანაში, 5 ქვეყნის 5 ქალაქში, 3 ქვეყანაში, ან კლასიკურად ერთ ქვეყანაში ჩატარებას.

ამ ინფორმახიას გერმანული და ინგლისური მედია ავრცელებს.

თუ უეფა ბოლო ვარიანტს მიანიჭებს უპირატესობას, მასპინძლობის კანდიდატებად გერმანია, ინგლისი, ავსტრია და პორტუგალია სახელდებიან.

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი გასულ წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა პანდემიის გამო გადაიდო.

კომენტარები