„ფეხშიშველმან მუხლის მოყრით ვინც ილოცა ლომისაო, მერმე ჯავრი აღარ ჰქონდა“

ფეხშიშველმან მუხლის მოყრით
ვინც ილოცა ლომისაო,
მერმე ჯავრი აღარ ჰქონდა
უთვლელ მტერთან ომისაო.
დრო არ დარჩა გადამთიელს
ჩვენს მიწაზე დგომისაო,
ქარმა შორიშორ წაიღო
ფოთლად შემოდგომისაო.
ვეფხვის მომრევ მოყმის ხელი,
როგორც ტორი ლომისაო,
შუბლში მოხვდა მოძალადეს,
გაქრა ბნელის ტომისაო.
ვინაც მამულს შეეწირა,
გამობრწყინდა მაღლითაო,
თვით უფალი შეეწიათ
ანათებენ მადლითაო.
ხარის რქებზე წმიდა სანთლებს
აანთებენ თრთოლვითაო…
ინეტარეთ დიდ ნათელში,
დაღლილებო ბრძოლითაო…”

მიტროპოლიტი თადეოზი

კომენტარები