ფიზიკური პირები, რომლებიც, ბავშვების დახმარების პროგრამით ფინანსური სარგებლის მიღებას ცდილობენ“ – შესაბამისი უწყებები დაინტერესდებიან“ – გიორგი გახარია

-„მიუხედავად იმისა, რომ, პირველ რიგში, მორალური პრობლემა იკვეთება, თუმცა, შეიძლება, სამართლებრივი პრობლემაც იყოს ფიზიკური პირების შემთხვევაში, ამას შესაბამისი უწყებები მიხედავენ.

იმ მოქალაქეებს, რომელთაც პროგრამაში ჩასართავად, რაიმე ბარიერი აქვთ, სახელმწიფო უწყებებისგან სრული დახმარების უსასყიდლოდ მიღება შეუძლიათ.

თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მინდა ვუთხრა ხაზგასმით, განსაკუთრებით მათ, ვისაც ჯერ კიდევ ენის პრობლემა და ბარიერი აქვთ, – ნებისმიერი სახელმწიფო ორგანო, სტრუქტურა, სოციალური მომსახურების სააგენტოები, „ლიბერთი ბანკი“, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ნებისმიერი დაწესებულება ყველანაირი ფინანსური სარგებლის გარეშე მათ მიეხმარება მაქსიმალურად სწრაფად, ეს განაცხადები რომ შეავსონ.

იმ ფიზიკური პირების ქმედებებით, რომლებიც, ბავშვების დახმარების პროგრამით ფინანსური სარგებლის მიღებას ცდილობენ, შესაბამისი უწყებები დაინტერესდებიან“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა,  გიორგი გახარიამ.

19 აგვისტოს ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება:

-„ჩვენამდე მოვიდა ძალიან ცუდი ინფორმაცია, – არსებობენ ფიზიკური პირები, რომლებიც მოქალაქეებს ონლაინ რეგისტრაციაზე ფასიან მომსახურებას სთავაზობენ“.

17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების გასაცემად რეგისტრაცია სპეციალურ პორტალზე 15 აგვისტოდან დაიწყო.

რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი ინსტრუქცია ხელმისაწვდომია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე და ელექტრონულ პორტალზე.

კომენტარები