ფილმი „შინდისი“ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრის მფლობელია

ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრი დიმიტრი ცინცაძის ფილმს „შინდისი“ გადაეცა.

დიმიტრი ცინცაძე საუკეთესო რეჟისორის პრიზით დაჯილდოვდა.

ფილმის ევროპული პრემიერა ვარშავაში 11 ოქტომბერს გაიმართა.

28 სექტემბერს კინოთეატრ „ამირანში“, „ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმის, „შინდისის“ პრემიერა შედგა.

დიტო ცინცაძის ფილმი აგვისტომს ომზეა და შინდისის გმირებს ეძღვნება. ფილმისთვის სცენარი ირაკლი სოლომონაშვილმა დაწერა. ფილმს საფუძვლად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს რეალურად მომხდარი ამბავი უდევს, რომლის დროსაც ჩვიდმეტი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.

„შინდისი“ 2008 წლის 11 აგვისტოს, ომის დროს, სოფელ შინდისთან,  გმირულად დაღუპული 17 ქართველი ჯარისკაცის ისტორიას ასახავს.

კომენტარები