ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელი, რომელიც სამინისტროში გარდაიცვალა, ცოტა ხნის წინ კორონავირუსზე აიცრა

„ტვ პირველის“  ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელი, 70 წლის არჩილ ჩაჩანიძე კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატით რამდენიმე დღის წინ აიცრა. სამინისტრო  „ტვ პირველთან“  არ ადასტურებს, – გარდაცვალება აცრამ გამოიწვია. აცხადებს, რომ მიმდინარეობს ექსპერტიზა.

ფინანსთა სამინისტრო უწყებაში, თანამშრომლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს:

-„არჩილ ჩაჩანიძე მოულოდნელად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სახაზინო სამსახურის თანამშრომლის, ბატონი არჩილ ჩაჩანიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

არჩილ ჩაჩანიძე დღეს მოულოდნელად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა.

გარდაცვალების მიზეზს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დაადგენს“.

კომენტარები