ფინელი ექსპერტები- შესაძლოა, კორონავირუსის ახალი შტამი, PCR ტესტირებით არ გამოჩნდეს

ჰელსინკის Vita Laboratories-ის ფინელი ექსპერტების ვარაუდით, შესაძლოა, კორონავირუსის ახალი შტამი, (ფინეთში აღმოჩენილი შტამი- „Fin-796H“), PCR ტესტირებით არ გამოჩნდეს. ამ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Anadolu ავრცელებს.

აღნიშნული  შტამი  სამხრეთ აფრიკასა და დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი შტამებისგან განსხვავდება.

ფინეთის ხელისუფლება კანონმდებლობის გამკაცრებას აპირებს.   COVID-19-ზე ტესტის ჩატარებაზე უარის შემთხვევაში, მოსახლეობას ჯარიმა დაეკისრება, ან  სამ თვემდე პატიმრობა იქნება.

იაპონიაში კორონავირუსის სრულიად   ახალი შტამი აღმოაჩინეს.  

კომენტარები