ფირის გადაკვრის და ქიმწმენდის ვაუჩერების მიღება ტაქსის მძღოლებს მიმდინარე წლის 10 აგვისტომდე შეეძლებათ
ტაქსის რეფორმის ფარგლებში გადაღებვის, ფირის გადაკვრის და ქიმწმენდის ვაუჩერების მიღება ტაქსის მძღოლებს მიმდინარე წლის 10 აგვისტომდე შეეძლებათ, ხოლო მისი განაღდება 1-ელ ოქტომბრამდე უნდა მოხდეს. ეს ვადები თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.