ფიურერს სურდა საბოლოო გამარჯვება ლენინის მავზოლეუმის პომპეზური ნგრევით აღენიშნა ამისათვის ინჟინრების სპეციალური ჯგუფიც იყო გამოყოფილი

 

მოსკოვი, სტალინგრადი, ბერლინი: როგორ სურდა ჰიტლერს ამ ქალაქებისთვის სახელების გადარქმევა გამარჯვების შემდეგ.

“ისტორიას გამარჯვებულები წერენ” – ეს ნაცისტურ-ფაშისტური მიდგომაა. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ფრაზის ავტორი არის ანტონ დრექსლერი, NSDAP-ის დამფუძნებელი, პარტია, რომელსაც მოგვიანებით თავად ადოლფ ჰიტლერი ხელმძღვანელობდა (ნიურნბერგის ტრიბუნალმა პარტიის ლიდერები სამხედრო დამნაშავეებად აღიარა).
მესამე რაიხის ხელმძღვანელობას განზრახული ჰქონდა არა მხოლოდ საკუთარი, არამედ საბჭოთა მთავარი ტოპონიმების შეცვლა ხელახალი მათთვის სასურველი ვერსიის მოფიქრება.
ვერმახტის სავარაუდო გამარჯვების შემდეგ, მსოფლიოს დედაქალაქი ბერლინი უნდა ყოფილი.
პრუსიის კონიგსბერგში ცენტრალურ მოედანს დაარქვეს “ადოლფ ჰიტლერის მოედანი” – და მოედანმა ეს სახელი 1945 – წლამდე ნაცების დამარცხებამდე შეინარჩუნა.

გასაგებია, რომ სტალინგრადისთვის სახელის გადარქმევაც პრინციპული საკითხი იყო.
არსებობს მოსაზრება, რომ მას ვერმახტის გამარჯვების შემდეგ „ჰიტლერბურგი“ უნდა დარქმეოდა.

ფიურერი ცდილობდა სწორედ საკვანძო ტოპონიმების „გაქრობას“, იმისათვის, რომ გერმანული კულტურა კიდევ უფრო ღრმად გამჯდარი მესამე რაიხის მიერ დაპყრობილ ქვეყნებში. როგორც ჩანს, ფრაზა „ისტორიას გამარჯვებულები წერენ“ – ადოლფმა სიტყვასიტყვით მიიღო.

მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ჰიტლერი დაინტერესებული იყო, რა თქმა უნდა, მოსკოვით და ლენინგრადით, როგორც მთავარი მტრის საკვანძო ქალაქებით.

ცნობილია, რომ ჰიტლერის განზრახვა საბჭოთა ქალაქების განადგურება და მათი ისტორიის საბოლოო წაშლა იყო, ფიურერს სურდა საბოლოო გამარჯვება ლენინის მავზოლეუმის პომპეზური ნგრევით აღენიშნა ამისათვის ინჟინრების სპეციალური ჯგუფიც იყო გამოყოფილი.

  1. ირაკლი ჯანყარაშვილი
კომენტარები