ფლორიდაში ქალაქის პარკი გველების ორგიის გამო დაიკეტა

აშშ-ში, ფლორიდის შტატის ქალაქ ლეიკლენდის პარკი გველების ორგიის გამო დაკეტეს.

ამის შესახებ CNN-ი წერს.

ქვეწარმავლების უჩვეულო სიმრავლის შესახებ მერიის თანამშრომლების ქალაქის მცხოვრებლებმა გააფრთხილეს. ადგილზე მისულმა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა დაადგინეს, რომ ტბასთან გველების დიდმა ჯგუფმა ორგია მოაწყო.

ქალაქის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა Facebook-ზე განმარტა, რომ გველების ეს სახეობა შხამიანი და აგრესიული არ არის, მათი ქცევა კი გამრავლების სეზონით არის განპირობებული.

სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ ეს ქვეწარმავლები პარკის ეკოსისტემისთვის დიდ მნიშვნელობას წარმოადგენენ, ამიტომ მათთვის ხელის შეშლა არ შეიძლება. პარტკი გამრავლების სეზონის დასრულების შემდეგ გაიხსნება.

კომენტარები