ფლორიდაში, 750 მილიონ გენმოდიფიცირებულ კოღოს გაუშვებენ – დაავადებების გავრცელება

შშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს შემდეგ, ფლორიდის შტატის ხელისუფლებამ ბრიტანულ-ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია Oxitec-ის საპილოტე პროექტი დაამტკიცა.

პროექტი  ბუნებაში გენმოდიფიცირებული კოღოების გაშვებას გულისხმობს. გეგმის მიხედვით, ლაბორატორიულ პირობებში გამოყვანილ 750 მილიონზე მეტ მწერს, 2 წლის განმავლობაში არქიპელაგ ფლორიდა კისის ტერიტორიაზე გაუშვებენ,  მათ მიერ ისეთი დაავადებების გავრცელება რომ შეაჩერონ, როგორიცაა მალიარია, დენგეს ცხელება, ზიკა და სხვა.

სისხლით მხოლოდ მდედრი კოღოები იკვებებიან, -ნაკბენით ინფექციაც მხოლოდ მათ გადააქვთ.  ამიტომ, Oxitec-ში მომუშავე მეცნიერებმა Aedes aegypti-ს სახელით ცნობილი განსაკუთრებულად საშიში სახეობის მამრი მწერების გენები იმგვარად შეცვალეს, უკვე არსებულ პოპულაციასთან შეჯვარების შემდეგ, მათმა მდედრობითი სქესის შთამომავლობამ ზრდასრულ ასაკს ვერ მიაღწიოს და ვეღარ გამრავლდეს.

კომპანიამ შესაბამისი ცდები პანამაში, მალაიზიაში, ბრაზილიასა და კაიმანის კუნძულებზე უკვე ჩაატარა. ექსპერიმენტის უსაფრთხოებაში დარწმუნებულია.  ავტორიტეტული დაწესებულებების მიერ წარმოებული კვლევების მიუხედავად, რომლებიც ყველანაირ თანმდევ რისკს გამორიცხავენ, პროექტს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს.  გარემოს დამცველთა განცხადებით, Oxitec-ის ოფიციალური წარმომადგენლები მოსალოდნელ ზიანს არასათანადოდ აფასებენ და მოსახლეობას ისევე, როგორც ეკოსისტემას სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებენ. მათ შეშფოთებას ის გარემოებაც იწვევს,  რომ 2013-2015 წლებში ბრაზილიაში განხორციელებული ასეთივე ექსპერიმენტის შემდეგ, რომლის შედეგადაც Aedes aegypti-ის სახეობის კოღოების რაოდენობა 95 პროცენტით შემცირდა, სიცოცხლისუნარიანი ჰიბრიდებიც გაჩნდნენ, რომელთა განადგურება გაცილებით რთულია.

აშშ-ის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე კუნძულებზე გენმოდიფიცირებული კოღოების ეტაპობრივი გაშვება 2021 წლიდან დაიწყება. Oxitec ვალდებულია, ადგილობრივი ხელისუფლება 72 საათით ადრე გააფრთხილოს, სულ მცირე 10 კვირის განმავლობაში მაინც ჩაატაროს ტესტირებები იმისთვის, რომ მდედრი მწერები განვითარების ადრეულ ეტაპზე დაიხოცებიან.

კომენტარები