“ფოთის ცენტრში 10 დღეში გაიხსნება ინტერნეტ კაფე – ევროპული საქართველო.”-თამარა ჩერგოლეიშვილი:

თამარა ჩერგეიშვილი სოციალურ ქსელში წერს-

კიდევ ერთი ამბავი:

“ფოთის ცენტრში 10 დღეში გაიხსნება ინტერნეტ კაფე – ევროპული საქართველო.

ეს იქნება გიგას ალტერნატიული – მოხალისეების შტაბი.

ამას გარდა, რეგულარულად გაიმართება ხოლმე “შაბათ-კვირა ნანა ალექსანდრიასთან ერთად”.

ნანა პირველ რიგში მოგისმენთ.

მოგიყვებათ ამბებს – თავის ერთადერთ შვილსაც გაგაცნობთ ისე, როგორც თვითონ ხედავს და გარწმუნებთ, ზედმეტად მკაცრია მის შეფასებაში, თავისუფლად შეგიძლიათ ენდოთ.

შეგახვედრებთ საინტერესო ხალხს.

რაც მთავარია – გამართავს ჭადრაკის სეანსებს.

ისეთი ჰიპერაქტიურია, დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრ რამეს მოიფიქრებს.

ამას გარდა, აქ შეეძლებათ მოსვლა მოქალაქეებს თავიანთი პრობლემებით და კითხვებით – ყველა კითხვით, რაც აქვთ.”-წერს ჩერგოლეიშვილი

როგორც ჩანს   ხალხის მიტყუება სხვა გზებით არ გამოსდით და ახალ-ახალ ხერხებს იგონებენ.

მოამზადა ნათია ბერიძემ

კომენტარები