ფოთში მიმდინარე საჭადრაკო ფესტივალის დასრულებამდე ორი ტური რჩება

ფოთში მიმდინარე საჭადრაკო ფესტივალის დასრულებამდე ორი ტური რჩება.
7 ტურის თავზე ერთპიროვნული ლიდერი სომეხი ლევონ ბაბუჯიანია (2469). მის აქტივი 6.0 ქულაა.
ბაბუჯიანის უახლოესი მდევარი დავით მაღალაშვილია (2485) 5.5 ქულით, შემდეგ 5.0 ქულით 4 მოჭადრაკისგან შემდგარი ჯგუფი მოდის, სადაც 3 ჩვენებური ფიგურირებს: 3. ლევან ფანცულაია (2612), 4. ჰოვანეს გაბუზიანი (სომხეთი, 2622), 5. თორნიკე სანიკიძე (2509), 6. გაიოზ ნიგალიძე (2563).
ტურნირის გამარჯვებული სწორედ აღნიშნულ მოჭადრაკეებში გამოვლინდება. ბოლოსწინა მე-8 ტურის პარტიები დღეს შედგება: მაღალაშვილი-ბაბუჯიანი, ფანცულაია-გაბუზიანი, სანიკიძე-ნიგალიძე.

კომენტარები