ფოთში 6 თვის წინ გაუჩინარებული ახალგაზრდა – რას ითხოვს ოჯახი

ფოთში, 31 იანვარს გაუჩინარებული ახალგაზრდა კაცის ოჯახი შესაბამის ორგანოებს დახმარებას სთხოვს, სამართალდამცველებს სამძებრო ღონისძიებების გააქტიურებისკენ მოუწოდებს.

ოჯახის ინფორმაციით:

-„ბიჭი სახლიდან დილის საათებში გავიდა და უკან არ დაბრუნებულა, მისი  ავტომანქანა მდინარე რიონის ხიდთან იპოვეს.

ყველას ვთხოვ, უფრო ყურადღებით მოძებნონ ჩემი შვილი. 6 თვეა, დაკარგული მყავს შვილი. ფული წააგო და  სახლიდან გაიქცა. პატარა თანხა წააგო. ადრე თამაშობდა. ბოლოს 31 იანვარს ვნახე ჩემი შვილი, მერე არ მინახავს. ყველა საბუთი დატოვებული აქვს. არ ვიცი, რა ვიფიქრო. არაფერს არ გამოვრიცხავ”, – აცხადებს, დაკარგული კაცის დედა, დინარა ჯაბუა.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები