“ფოკაში ბერ-მონაზვნები ლოცვითა და შრომით აძლიერებენ ქართულ სახელმწიფოს”

“აქ მოღვაწეობენ ბერ-მონაზვნები, რომლის მიმართაც განსაკუთრებული პატივისცემა მინდა დავაფიქსირო. თქვენ, თქვენი ლოცვით, 24-საათიანი შრომით, აძლიერებთ ქართულ სახელმწიფოს. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ თქვენ”,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ფოკაში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 30 წლის წინ აღდა ამ ადგილას ქართულად ლოცვა, რაც მისივე შეფასებით, ეპოქალური პერიოდია.

​„ეს იყო ეპოქალური მნიშვნელობის დღე ქართული სახელმწიფოსთვის, ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიისთვის. ჩვენ რამდენიმე დღის წინ აღვნიშნეთ მთავარი ეროვნული დღესასწაული, 26 მაისი, ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღე. დღეს ჩვენ აღვნიშნავთ 1700 წელს მას შემდეგ, რაც საქართველოში შემოვიდა წმინდა ნინო და დაიწყო ქადაგება ჭეშმარიტი რელიგიისა. ეს არის ის ძლიერი ფესვები, რაზეც დგას ქართული სახელმწიფო, რითაც თითოეული ჩვენგანი განსაკუთრებით ამაყობს.

ისტორიული ქარტეხილების გამო, თითქმის 300 წლის განმავლობაში არ აღევლინებოდა ლოცვა ამ წმინდა ადგილებში. ჩვენი უწმინდესის მეცადინეობითა და ინიციატივით, 30 წლის წინ, დაიწყო ქართულად ლოცვა ამ ულამაზეს კუთხეში და ესეც არის ეპოქალური მნიშვნელობის პერიოდი.

აქ მოღვაწეობენ ბერ-მონაზვნები, რომლის მიმართაც განსაკუთრებული პატივისცემა მინდა დავაფიქსირო. თქვენ, თქვენი ლოცვით, 24-საათიანი შრომით, აძლიერებთ ქართულ სახელმწიფოს. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ თქვენ. მინდა, დღევანდელი დღე განსაკუთრებით მივულოცო ჩვენს ადგილობრივ მოსახლეობას, საქართველოს ღირსეულ შვილებს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა ფოკაში მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს განხორციელებას გეგმავს.

კომენტარები