ფოტოისტორია: თბილი ზამთარი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში

ჩვენს პლანეტაზე ზამთარი მრავალნაირ სახეს იღებს. როცა დედამიწის ერთ ადგილას ზამთრის სუსხია, სხვაგან ამ დროს ხალხი შესაძლოა სიცხისგან იტანჯებოდეს.

გთავაზობთ 17„ზამთრის“ ფოტოს:

ტანზანია

ტანზანიაში იანვრის თვის ტემპერატურა 34°-ს აღწევს.

აუტანელი სიცხე ტანზანიაში რამდენიმე გამაგრილებელი თავსხმა წვიმით ნეიტრალდება.

ბრაზილია, რესიფი

რესიფის ყველაზე ცხელი თვეები იანვარი და თებერვალია. ამ პერიოდებში საშუალო ტემპერატურა 32,2°-ს აღწევს.

ტაილანდი

ტაილანდის საშუალო ტემპერატურა 31°-ია. სწორად ამიტომ ითვლება ის -„სამოთხედ დედამიწაზე.“

შრი-ლანკა

ამ ქვეყანაში თებერვალი ტრადიციულად ყველაზე ცხელ და მშრალ თვედ მიიჩნევა.

ზამთრის პერიოდში ტურისტებისთვის ეს ადგილი ყველაზე მიმზიდველია.

კოლუმბია, სან ანდრეასი

კოლუმბიაში ყველაზე ცივ თვეებად იანვარი და თებერვალი ითვლება. თუმცა ამის მიუხედავად ამ თვეებში ქვეყანაში საშუალო ტემპერატურა 27°-ს აღწევს.

ამ კლიმატის წყალობით, კოლუმბიაში დასვენება სითბოს მოყვარულთათვის – იდეალურია.

დომინიკელთა რესპუბლიკა

დომინიკელთა რესპუბლიკაში ზამთრის პერიოდში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 29°-ს აღწევს.

ეს იდეალური ადგილია შვებულების გასატარებლად.

სამხრეთ აფრიკა, ქეიფთაუნი

როდესაც ჩვენ ნახევარსფეროში ზამთარია და სუსხი, სამხრეთ აფრიკაში დეკემბრის, იანვრის და თებერვლის თვეები ყველა ცხელ და მშრალ პერიოდად ითვლება.

პუერტო-რიკო

პუერტო-რიკოში იანვარი და თებერვალი შესანიშნავი პერიოდია საზაფხულო არდადეგების გასატარებლად.

კოსტა-რიკა

კოსტა-რიკაში მშრალი სეზონი დეკემბრიდან აპრილამდე გრძელდება. ამ პერიოდში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 25°-ს აღწევს.

ვიეტნამი

ზამთრის პერიოდი ვიეტნამში – საკურორტოა. ვიეტნამში ამ დროს ჰაერის ტემპერატურა 20-24°-ია.

ჰავაი

ჰავაიზე იანვარი და თებერვალი საკმაოდ სასიამოვნო კლიმატით გამოირჩევა. ამ პერიოდში ასევე წინასწარ განუსაზღვრელ წვიმებსაც შეიძლება ველოდოთ.

ეს პერიოდი დიდი რაოდენობით გიგანტური ტალღებით არის ცნობილი, რის გამოც ზამთრობით მანდ სერფინგის საერთაშორისო შეჯიბრებები ტარდება.

კუბა

ზამთრის პერიოდი კუბაში მთელ წელთან შედარებით ყველაზეთბილია. თუმცა წყლის ტემპერატურა საბანაოდ დაბალია, ამიტომ ტურისტებს ამ პერიოდში ქალაქის მშვიდად და კომფორტულად დათვალიერების შესაძლებლობა ეძლევათ.

პერუ

ზამთრის პერიოდში პერუში ჰაერის ტემპერატურა 25°-ს იშვიათად აღემატება. ეს კლიმატი ტურისტებს მრავალი ისტორიული ღირშესანიშნაობის კომფორტულად დათვალიერების საშუალებას აძლევს.

სენეგალი

ზამთარი სენეგალში საკმაოდ თბილია. ჰაერის საშუალო ტემპერატურა 24°-ს აღწევს.

მოროკო

მოროკო მზიანი ქალაქია. წვიმები მანდ იშვიათი მოვლენაა. ზამთრის პერიოდში კი ჰაერის ტემპერატურა 19°-ს აღწევს.

სარდინია

სარდინიაში ხმელთაშუაზღვის კლიმატია. ზამთარი მანდ რბილი და მშრალია. ჰაერის საშუალო ტემპერატურა კი 15°-ია.

ესპანეთი, სევილია

ზაფხული სევილიაში საკმაოდ ცხელია, ამიტომ ტურისტების დიდი რაოდენობა მას ზამთარში ეწვევა.

იანვრის თვის ტემპერატურა სევილიაში 9-17°-მდე მერყეობს.

შვებულებაში გასვლას თუ გადავწყვეტთ, დედამიწაზე დიდი არჩევანი გვქვს, რომ ეს პერიოდი ჩვენთვის სასურველ გარემოში და კომფორტულ კლიმატში გავატაროთ. მთავარია, გასამგზავრებლად საკმარისი რესურსი იყოს და…

წყარო: „msn.com“.

კომენტარები