ფრანგი მსახიობის პიერ რიშარის მეუღლე და ორი შვილი


პიერი და მისი მეუღლე დანიელა

პიერ რიშარის მეუღლე ნიჭიერი ბალერინა დანიელა მინაცცოლია. პიერი მის კონცერტებზე ხშირად ესწრებოდა და ყვავილებს ჩუქნიდა. მათ ორი შვილი ეყოლათ.


პიერ რიშარი უფროს ვაჟთან ოლივიესთან ერთად

ამჟამად ოლივიე 54 წლისაა. ის პროფესიონალი მუსიკოსი და კომპოზიტორია. მან ფილმებისთვის რამდენიმე კომპოზიცია შეთხზა. თავის ჯგუფთან „Blues Trottoir“-თან ერთად  სერიალში „დიდება კვირას“ რამდენიმე ეპიზოდში გადაიღო.


პიერ რიშარი უმცროს ვაჟთან კრისტოფთან ერთად

პიერის უმცროსი ვაჟი კრისტოფი მამასთან ერთად რამდენიმე ფილმშია გადაღებული. მაგრამ პროფესიად მსახიობობის ნაცვლად მუსიკოსობა არჩია. მისი მუსიკალური კომპოზიციები ძალზე პოპულარული იყო საფრანგეთში.

წყარო: zen.yandex.ru

 

კომენტარები