„ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოში გერმანიის პრეზიდენტის რანგში ჩამოვიდა“

საქართველოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ეწვია.

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა:

„ჩვენი მოთხოვნა, საქართველო დაბრუნდეს საერთაშორისო დღის წესრიგში იმასაც ნიშნავს, რომ ყველა, ვისაც შეუძლია, რამე მოიფიქროს, ფიქრობდეს საქართველოზე და გვეხმარებოდეს დეოკუპაციის გზით სვლაში.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოში გერმანიის პრეზიდენტის რანგში ჩამოვიდა.

ვადასტურებ, რომ ბატონი პრეზიდენტი ჩამოვიდა პრეზიდენტის რანგში და არა, ფორმულებით. ვისურვებდი, რომ ჩვენს სიტუაციასთან მიმართებაში, ძალიან ბევრი ჩვენი პარტნიორი, ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობდეს ფორმულებზე, რადგან თუ ჩვენ არ ვეძებეთ გამოსავალი, ვიქნებით ამ სტატუსკვოს მსხვერპლი“.

კომენტარები