ფრანც კაფკამ, რომელიც არასოდეს დაქორწინებულა და შვილები არ ჰყოლია, ბერლინის პარკში სეირნობისას, პატარა გოგონა გაიცნო…”

ფრანც კაფკამ, რომელიც არასოდეს დაქორწინებულა და შვილები არ ჰყოლია, ბერლინის პარკში სეირნობისას, პატარა გოგონა გაიცნო, რომელსაც თოჯინა დაეკარგა და ტიროდა. მწერალი ძალზედ დაღონდა და გადაწყვიტა სათამაშოს მოძებნაში დახმარებოდა. კაფკა გოგონასთან ერთად მთელი საღამო წარუმატებლად ეძებდა თოჯინას. შემდეგ მოილაპარაკეს, რომ მეორე დღეს ისევ შეხვდებოდნენ და ძებნას გააგრძელებდნენ… რა თქმა უნდა, ფრანც კაფკამ თოჯინა ვერ იპოვა, მაგრამ მან გოგონას თავისი დაწერილი წერილი გადასცა, რომელშიც თითქოსდა პატარა თოჯინა წერდა: ,,ჩემო პატარა მეგობარო, გთხოვ უჩემოდ არ მოიწყინო – ხმამაღლა წაუკითხა მწერალმა – მე სამოგზაუროდ გავემგზავრე, რომ მთელი მსოფლიო შემოვიარო, ხშირად მოგწერ და გიამბობ ჩემს თავგადასავლებზე”. ასე დაიწყო ამბავი, რომელიც კაფკას სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდა.
მომდევნო თვეების განმავლობაში მწერალი გოგონას წერილებს უკითხავდა, სადაც სათამაშო თოჯინა გოგონას თავის ზღაპრულ თავგადასავლებს უყვებოდა…
ტუბერკულიოზის გამწვავების გამო, კაფკას გერმანიის დატოვება მოუწია, წასვლის წინ, რომელიც მწერალისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა, კაფკამ გოგონას თოჯინა აჩუქა. რა თქმა უნდა ის საერთოდ არ ჰგავდა იმ სათამაშოს, რომელიც გოგონამ დაკარგა, მაგრამ მასზე იყო წარწერა: ,,მე დავბრუნდი ჩემო მეგობარო, უბრალოდ მოგზაურობისას გავიზარდე და შევიცვალე.” გოგონამ ახალი თოჯინა ძლიერად ჩაიხუტა და სახლში წავიდა. ერთი წლის შემდეგ, კაფკა გარდაიცვალა.
გავიდა დრო, უკვე ზრდასრულმა გოგონამ თოჯინაში პატარა ფურცელი აღმოაჩინა. კაფკას მიერ ხელმოწერილ პაწაწინა წერილში ნათქვამი იყო:
,, ყველაფერი, რაც გიყვარს ოდესმე იკარგება, მაგრამ სიყვარული საბოლოოდ მაინც თავისებური, სხვაგვარი გზებით ბრუნდება…”

წყარო: https://www.facebook.com/Erudite1406/posts/998463547341117?__cft__[0]=AZXa5O0eFxIcIPvr33EfyN-kU3ILCIQHDtY2feqXPS2Hs2e1ihlCamSgZCALse4kWO8hDJYFCqMDiX1ivD-UBD2tLkf0GpQkHJgSz8YOM-wLoe7X1GwJwLtwZ939sci-RqBFzF0R2l5oZNmGNaNf_kUju9zxZeVE6Jc_nwf0jTb0ngmFrlbuduL4UGnPYoiAcHA&__tn__=%2CO%2CP-R 

კომენტარები