„ფრენების სუბსიდირებას რუსეთიდან, რა თქმა უნდა, არ განვიხილავთ“

 

საქართველოს პრემიერმინისტრი ტურიზმის სფეროს წარმომადგენლბს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ გიორგი გახარიამ განაცხადა:

„ფრენების სუბსიდირებას რუსეთიდან, რა თქმა უნდა, არ განვიხილავთ.

ფრენების სუბსიდირების ნაწილში მიმართულებები ძირითადად ქუთაისის აეროპორტიდან იყო და დღეს დაახლოებით 50 წერტილია, სადაც პირდაპირი ფრენები ხორციელდება.

დღეს ჩვენ დაახლოებით 50 წერტილი გვაქვს, სადაც პირდაპირი ფრენებია. პირდაპირი ფრენები არის ყველაზე ეფექტური და სწრაფი ინსტრუმენტი, იმისათვის, რომ ტურისტების რაოდენობა ქვეყანაში მაქსიმალურად სწრაფად გავზარდოთ. ამ ინსტრუმენტს ჩვენ, რა თქმა უნდა, შემდგომში გამოვიყენებთ. ეს სუბსიდირების ფორმები უნდა იყოს კომერციულად უფრო საინტერესო ქვეყნისთვის და მისაღები ტურიზმის განვითარებისთვის, თუმცა ეს ის ინსტრუმენტია, რომელიც კარგად მუშაობს.

ბოლო წლების განმავლობაში ტურიზმის კონტრიბუცია ეკონომიკურ განვითარებაში ყოველწლიურად იზრდება.

ტურიზმი სექტორი, პირველ რიგში იმიტომ, რომ მისი კონტრიბუცია ეკონომიკურ განვითარებაში ბოლო წლების განმავლობაში ყოველწლიურად იზრდება. მეორე იმიტომ, რომ ფრენების შეჩერების შემდგომ მათ სერიოზული გამოწვევები ჰქონდათ და მესამე, განვითრების რა სტრატეგიული  მიმართულებით მივდივართ – ამაზე ვისაუბრეთ. დღეს აქ იყვნენ მსხვილი ქსელური ოპერატორები, რომლებსაც შევხვდით და ჩვენ ამ შეხვედრებს გავაგრძელებთ. 2 წლის გასვლის შემდეგ, რაც მე ამ ხალხთან მჭიდრო კომუნიკაცია მქონდა, როგორც ეკონომიკის მინისტრს, არის საკითხები, რომლებიც გადაწყვეტილია და საკმაოდ კარგი პროგრესი აქვთ, არის სისტემური საკითხები,  რომლებსაც ცოტა სხვანაირი მიდგომა სჭირდება და ამაზე ჩვენ ერთად ვიმუშავებთ. გარწმუნებთ, რომ შედეგები მალე გვექნება“.

კომენტარები