ფრინველის გრიპი იაპონიაში

იაპონიის ერთ-ერთ რეგიონში ფრინველის გრიპის შემთხვევები დაფიქსირდა. ამ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

დაავადება ჰიოგოს პრეფექტურის ქალაქ ავაძიშიდან გავრცელდა. სანიტარული ზომების ფარგლებში პრეფექტურის ხელისუფლება ადგილობრივ მეფრინველეობის ფაბრიკაზე 146 ქათმის მოკვლას გეგმავს.  ინფიცირებული ფრინველების ლიკვიდაცია 400-მდე სამხედროს დაევალა.

მანამდე ფრინველის გრიპის ეპიდაფეთქებები კაგავისა და ფუკუოკის პრეფექტურებში დაფიქსირდა, ორ რეგიონში დაახლოებით 1,2 მილიონი ქათამი მოკლეს.

კომენტარები