ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის დამზადების ბრალდებით ექიმი დააკავეს

ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის დამზადების ბრალდებით ექიმი დააკავეს.

„სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებთან ერთობლივი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლო განჩინების საფუძველზე, ექიმი  დააკავა. იგი სამედიცინო საქმიანობას ეწეოდა ბორჯომში. ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ამზადებდა და ასაღებდა ყალბ რეცეპტებს.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 268-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით, რაც სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის დამზადებას გასაღების მიზნით და გასაღებას გულისხმობს. დანაშაულისთვის სასჯელის ზომად გათვალისწინებულია ექვსიდან თერთმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა“, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები