„ფსკერი ჭორიკანა ქალივით რეებს ბოდავს? ცრუპენტელამ თვითონ თქვა უარი სახელმწიფო ინტერესების გატარებასა და სამართლის აღდგენაზე“-დიმიტრი სამხარაძე

-„ფსკერი ჭორიკანა ქალივით რეებს ბოდავს? ცრუპენტელამ თვითონ თქვა უარი სახელმწიფო ინტერესების გატარებასა და სამართლის აღდგენაზე და პარტია უგულვებელყოფდაო! დღეს რომ მელია და რურუა გარეთ არიან და პარლამენტი ამინისტიის პროექტზე მუშაობს, ამ შარლატანის ბრალია! ზუსტად მისი გადადგომით გააძლიერა ნაცები, მელია და წამოვიდა უცხოეთიდან რჩევები.

ერთი რამ კარგია! აგრძელებს ისევ ცრუპენტელობას და როგორც ადრე ვერ გვატყუებდა გუნდში, ახლაც და მუდმივადაც ანალოგიურად გავშიფრავთ!
P.S. პოლიციელების პროფესიონალიზმზე რატომ არაფერს ამბობ?? დაგავიწყდა??” – წერს პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში გიორგი გახარიას განცხადებების შესახებ.
კომენტარები