ფუმფულა ბელიაში

ინგრედიენტები:

1,5 კგ საცხობი ფქვილი;

500 მლ წყალი;

500 მლ რძე;

100 მლ მცენარეული ზეთი;

10 გრ მშრალი საფუარი;

1 ჩ/კ მარილი;

 

შიგთავსის ინგრედიენტები:

 

1 კგ ღორის ხორცი (შეიძლება ძროხის ხორცი);

3 საშუალო ზომის ხახვი;

კარაქი, მარილი, წიწაკა გემოვნებით;

 

მომზადება:

 

1.ერთ ქვაბში რძე და წყალი ერთმანეთს აურიეთ, ოდნავ გააცხელეთ. მარილი მოაყარეთ და კარაქი, ფქვილი, საფუარი დაუმატეთ. ცომი მოზილეთ.

2.ცომის თასს პირსახოცი დააფარეთ და თბილ ადგილას ნახევარი საათით შეინახეთ.

3.ამ დროის განმავლობაში ხორცი და ხახვი ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატარეთ, მარილი და წიწაკა მოაყარეთ. ფარშში ცოტა წყალი დაუმატეთ – შიგთავსი წვნიანი გამოვა.

4.ცომი მაგიდაზე გადმოიტანეთ. გაანაწილეთ. თითოეული ნაწილისგან ბურთის ფორმები გააკეთეთ, რომელიც შუაში ოდნავ გახსენით.

  1. შიგთავსი ცომში მოათავსეთ: თითოეული ფარშის ნაწილი ფრთხილად ჩადეთ და ზემოდან მცირე ზომის კარაქის ნაჭერი დაადეთ.
  2. ცომის შესაკვრელად ცომის ყველა კუთხე შეკრიბეთ, შეაერთეთ, ოდნავ გააბრტყელეთ.
  3. ბელიაში მაღალ ცეცხლზე, ბევრ ზეთში შეწვით, სანამ მოწითალო ფერს არ მიიღებს.

 

გემრიელად მიირთვით!

წყარო: „russianfood.com“

კომენტარები