„ფუტკრები მასობრივად კვდებიან“

„ფუტკრები მასობრივად კვდებიან და მათ ვერავინ შეცვლის“.

ამ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

90-იანებიდან, გერმანიის გაერთიანების შემდეგ ქვეყანაში შინაური ფუტკრების პოპულაცია მკვეთრად შემცირდა. ამ ფონზე ქვეყანაში მეფუტკრეების რაოდენობა მკვეთრად იზრდება და ერთი მილიონი შეადგინა. თითო მეფუტკრე დაახლოებით 7 სკას ფლობს. რომელშიც 5 ათასიდან 40 ათას მწერამდე ბინადრობს.

მეცნიერები ამბობენ, რომ მსოფლიოში თაფლის მომცემი ფუტკრების რაოდენობა შედარებით სტაბილურად იცვლება. ველური ფუტკრები მასობრივად კვდებიან. რაოდენობა 1990 წლის შემდეგ 75%-ით შემცირდა. გერმანიაში ველური ფუტკრების სახეობები წითელ წიგნშია შეტანილი. ბიოლოგების პროგნოზით ყოველ 25 წელიწადში ფუტკრის ერთი სახეობა მთლიანად ქრება.

შინაური ფუტკრების მიერ სკების მასობრივად მიტოვების ფაქტი აშშ-ში პირველად 2006 წელს დაფიქსირდა. ფუტკრებმა მიატოვეს სკები. ამ ფენომენს ბიოლოგებმა „ფუტკრის ოჯახების ნგრევის სინდრომი“ უწოდეს.

ფუტკრებს ძირითადად ის პესტიციდები აწუხებთ, რომელსაც ფერმერები სოფლის მეურნეობაში ჭარბად იყენებენ. მეორე პრობლემაა ტკიპა, რომელსაც ფუტკარი ვერ უმკლავდება. ტკიპა ჩინეთიდან მთელ მსოფლიოში გავრცელდა.

ევროკავშირმა 2018 წელს სამი სახის პესტიციდის გამოყენება მთლიანად აკრძალა.

კომენტარები