ქაბულის აეროპორტიდან გამოფრენილი თვითმფრინავის ბორტი, რომელზეც 640 მგზავრი იმყოფება

✈ქაბულის აეროპორტიდან გამოფრენილი თვითმფრინავის ბორტი, რომელზეც 640 მგზავრი იმყოფება.

ფოტო: Marcus Weisgerber

ქაბულის აეროპორტში ვითარება კვლავ უკიდურესად მძიმეა, უცხოური მედიის მიერ ვრცელდება კადრები, სადაც ადგილობრივები ქვეყნის დატოვების მიზნით თვითმფრინავის ბორტზე ძალით ასვლას ცდილობენ.

ქვეყნის დატოვებას ასობით მცხოვრებელიც ცდილობს. დაჯგუფება „თალიბანმა“ ავღანეთის დედაქალაქი გასულ დღეს დაიკავა და ქვეყანაში „ავღანეთის ისლამური ემირატის“ დაარსების შესახებ განაცხადა. ქვეყნის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და ავღანეთი დატოვა.

კომენტარები