ქაბულში საავადმყოფოში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა

ავღანეთის დედაქალაქში ტერორისტული აქტი განხორციელდა. საავადმყოფო, რომელზეც თავდასხმა განხორციელდა, საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის, „ექიმები საზღვრებს გარეშე“ მხარდაჭერით ფუნქციონირებს.

ამ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ქაბულის ერთ-ერთ ჰოსპიტალთან თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. ისმოდა სროლის ხმაც. ადგილზე სპეცრაზმია მობილიზებული. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

 

კომენტარები