„ქალბატონი ინაშვილი, ივანიშვილის სპიკერი ხმაურის მოსაწყობად მობრძანდა, – მისმა უფროსებმა მოსკოვში დაინახონ, რომ მუშაობს“

გიგა ბოკერია  თბილისში მიმდინარე სართაშორისო კონფერენციაზე “პატრიოტთა ალიანის” ლიდერის, ირმა ინაშვილის გამოსვლას გამოეხმაურა:

„ქალბატონი ინაშვილი, ივანიშვილის სპიკერი ხმაურის მოსაწყობად მობრძანდა. როცა პანელი ეხებოდა პუტინის რეპრესიულ პოლიტიკას – ესეც სიმბოლურია, რათა მისმა უფროსებმა მოსკოვში დაინახონ, რომ მუშაობს.

პრორუსულ ძალებს საქართველოში მშვიდობიანად,არჩევნების გზით უნდა დაესვას წერტილი.

პოლიტიკური ველურები, როგორიც ქალბატონი ირმა და მისი გუნდი არიან, ყველა ნორმალურ ქვეყანაშიც არსებობენ. ჩვენი პრობლემაა არა ის, რომ ინაშვილი ასეთია,არამედ ის, რომ ის დღეს ღიად წარმოადგენს ივანიშვილის რეჟიმს. ეს არის ივანიშვილის გუნდის ერთ-ერთი სახე გიორგი გახარიასთან და ირაკლი ღარიბაშვილთან  ერთად. ისინი ერთი სული და ერთი ხორცი არიან. ეს არის პრობლემა და საქართველოსთვის დიდი საფრთხე. ამას წერტილი მშვიდობიანად უნდა დავუსვათ შემდეგ არჩევნებზე. როგორც მოიქცა ინაშვილი, ეს ტიპიური ამბავია. ისინი პუტინის კლასიკურ პროპაგანდას ეწევიან, რომ თითქოს ნატო-ში გაწევრიანება ნიშნავს საქართველოს მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონზე უარის თქმას. ეს ყველაფერი პირიქით არის. ნატო-ში გაწევრიანება არის საქართველოს გადარჩენისა და ჩვენი თავიუსუფლების დაცვის გზა. შემდეგ უკვე მშვიდობიანად ტერიტირიული მთლიანობის აღდგენის გზა.  ის ხალხი, ვინც ჩვენს მოქალაქეებს აშინებს რუსეთთან ომით და ომი არავის უნდა,არც ჩვენ, არც არავის და იქვე ამბობენ,რომ თურმე ომი უნდა გამოვუცხადოთ რუსეთს ნატოში- გაწევრიანებისას. ეს ხომ არის საბაბი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების წინააღმდეგ. აცხადებენ, რომ სანამ ოკუპირებული ხართ, ნატო-ში ვერ მიგიღებენ. 2006 წლიდან დაიწყო პრორუსულმა ძალებმა პუტინის პროპაგანდა, რომ ნატო-ში თუ შეხვალთ, აფხაზეთზე უარი უნდა თქვათ.პირიქითაა ყველაფერი“.

კომენტარები