ქალთა მიმართ ძალადობის ან ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირებს სპეციალურ სამაჯურს შემაკავებელი ორდერის გაცემისას დაუმაგრებენ

ქალთა მიმართ ძალადობის ან ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ ელექტრონული ზედამხედველობა განხორცილდება.

ცვლილებათა პაკეტი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განიხილეს. სპეციალურ სამაჯურს მოძალადეს შემაკავებელი ორდერის გაცემისას დაუმაგრებენ. მოძალადის მსხვერპლთან მიახლოების შემთხვევაში სამაჯური ავტომატურად გაგზავნის შეტყობინებას პოლიციაში.

მოქმედი რეგულაციების მიხედვით, მსხვერპლი ძალადობის შესახებ სამართალდამცველებს თავად ატყობინებს.  არის შემთხვევები, როდესაც ის ამას ვერ ახერხებს ან უბრალოდ თავს იკავებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო მონაცემებით, 2019 წელს 8 ათასამდე შემაკავებელი ორდერი გაიცა. მიმდინარე წელს, საქართველოში ოჯახურ ძალადობას 11 ქალი ემსხვერპლა.

კომენტარები