ქალთა საფეხბურთო კლუბი„ლანჩხუთი“ პირველი ქართული გუნდია, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს

პირველად ქართული ფეხბურთის ისტორიაში, საქართველოს საფეხბურთო კლუბი უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.

ქალთა საფეხბურთო კლუბი„ლანჩხუთი“ პირველი ქართული გუნდია, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.

რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში, ქალთა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს ჩემპიონი „ლანჩხუთი“, რომელმაც პირველ ეტაპზე ყაზახეთის ჩემპიონს  სძლია, ადგილობრივ „ოლიმპია კლუჟს“ დაუპირისპირდა, რუმინეთის მრავალგზის ჩემპიონი დაამარცხა.

პირველად, გურულებმა მეტოქის კარი თამაშის 41-ე წუთზე თავურით აიღეს, მაგრამ არბიტრმა თამაშგარე დააფიქსირა, გოლი არ ჩათვალა. მეორე ტაიმში კიდევ უფრო გააქტიურდნენ ჩვენებურები, 67-ე წუთზე კიდევ ერთხელ დალაშქრეს მეტოქის კარი, ტაბლოზე 0:1-იც დაფიქსირდა.

დარჩენილ დროში  გოგონებმა  ბოლო წამზე ცარიელი კარიდანაც კი გამოიტანეს ბურთი. საბოლოოდ მსაჯის სასტვენმა ლანჩხუთელი გოგონების ისტორიული გამარჯვება დააფიქსირა.

ამ გამარჯვებით, „ლანჩხუთმა“ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.

კომენტარები