ქალთა ტურნირში გამარჯვება სერენა უილიამსმა და სიმონა ჰალეპმა მოიპოვეს

„უიმბლდონზე“ ქალთა ტურნირის ნახევარფინალურ შეხვედრებში გამარჯვება ამერიკელმა სერენა უილიამსმა და რუმინელმა სიმონა ჰალეპმა მოიპოვეს.
მსოფლიოს მე-7 ჩოგანმა ჰალეპმა ნახევარფინალში უკრაინელი ელინა სვიტოლინა 6:1, 6:3 დაამარცხა. სერენა უილიამსმა ფინალისკენ გზაზე ჩეხ ბარბორა სტრიცოვას სძლია – 6:1, 6:2.
ფინალი 13 ივლისს გაიმართება. ტურნირის საპრიზო ფონდი 38 მილიონი გირვანქა სტერლინგია.

კომენტარები