ქალი, რომელიც 10 წელი უნაყოფობაზე მკურნალობდა, სამ ტყუპს ელოდება – იზოლაციის დროს

დიდი ბრიტანეთის ქალაქ იფსვიჩის მკვიდრი,  თითქმის 10 წელი უნაყოფობაზე მკურნალობდა. კორონავირუსის  პანდემიის გამო დაწესებულ იზოლაციაში სამ ტყუპზე დაფეხმძიმდა.

ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს.

29 წლის შენონ სტილს 15 წლის ასაკში საკვერცხის პოლიკისტოზი  დაუდგინეს. ეს ხშირად უნაყოფობას იწვევს.
მარტში, როდესაც ქვეყანაში თვითიზოლაცია გამოცხადდა, შენონმა გაიგო, რომ ფეხმძიმედ იყო, სამ ტყუპს  ელოდობოდა.

„საავადმყოფოში ვიზიტების გარდა, სახლიდან საერთოდ არ გავდივარ.  სამწუხაროდ პანდემიის გამო მეგობრებსა და ნათესავებს ვერ ვხვდები,  ეს სასიხარულო პერიოდი მათთან ერთად რომ გავატარო“, – აცხადებს შენონ სტილი.

კომენტარები