ქალმა ახალშობილი, ნაგავში გადააგდო

35 წლის ქალმა ახალშობილი, ნაგავში გადააგდო. გავრცელებული ინფორმაციით, მან სახლში იმშობიარა.

ის სამედიცინო დაწესებულებაში სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა. ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

კლინიკა „ღია გულის“ კრიტიკული მედიცინისა და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ჯაფარიძე აცხადებს:

„ქალს ერთი წლის გოგონა ჰყავს.  გოგონა სოცმუშაკებმა სანდო პირთან გადაიყვანეს.

ოჯახის სანდო პირი იქნა მოძიებული.  ბავშვის დედას ოჯახი ჰყავს, მასთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას, რომ საჭიროების შემთხვევაში, მზრუნველობა და მეურვეობა აიღოს დედის ოჯახმა მცირეწლოვანზე. სანდო პირის ოჯახში ბავშვი იქამდე დარჩება, სანამ დედას არ გამოწერენ საავადმყოფოდან“.

 

კომენტარები