ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი დააკავეს

ზეგავლენით ვაჭრობისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გიორგი .  და  ქარელის მერის წარმომადგენელი დირბის ადმინისტრაციულ ერთეულში სოსლან . დააკავეს.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გიორგი . მოქალაქეს დაჰპირდა, რომ 2000 ლარის სანაცვლოდ ქარელის მერის წარმომადგენელს დირბის ადმინისტრაციულ ერთეულში სოსლან საქონლის შეძენის დამადასტურებელ ცნობაში შეატანინებდა ყალბ მონაცემებს, – თითქოსდა სოფელ დირბის მაცხოვრებელმა  თავის მიწის ნაკვეთზე მოყვანილი 20 ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქტი აღნიშნულ მოქალაქეს  მიჰყიდა.  

2019 წლის 23 ოქტომბერს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა მოქალაქეს აღნიშნული ცნობა გადასცა. 2000 ლარი აიღო. ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს.  

კომენტარები