„ქარვასლასთან“, მე-12 სართულის აივანზე ახალგაზრდამ თავი ჩამოიხრჩო, – ცხედარი მეზობლის ტერასას დაეცა“

თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, სავაჭრო ცენტრ “ქარვასლასთან” მდებარე მრავალსართულიანი კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა.  კორპუსის მე-12 სართულზე, 35 წლამდე კაცმა ჯერ თავი ჩამოიხრჩო, შემდეგ თოკი გაწყდა და პირველ სართულზე, მეზობლის ტერასას დაეცა. მეზობლებმა სასწრაფო და პატრული გამოიძახეს,ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟს, მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

რეპორტ.გე

კომენტარები