ქართველებმა იტალიაში “სამხრეთ ოსეთის” სიმბოლიკა შეურაცხყვეს (?)

ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, ვინმე მაურო მურჯია იუწყება, რომ „წარმომადგენლობის შენობის კედლიდან ვანდალებმა სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო სიმბოლოს შემცველი აბრა ჩამოგლიჯეს.“
14-დან 15 ოქტომბრის ღამით, დამნაშავე ელემენტებმა, სავარაუდოდ, ქართველებმა ვანდალური დანაშაული ჩაიდინეს და რომში მდებარე სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლობის ოფისის კედლზე გაკრული აბრა დააზიანეს – გატეხეს შუშა და იქიდან ამოიღეს წარწერა „სამხრეთ ოსეთი.“ – ნათქვამია მურჯიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში. წყარო „ევრაზია დეილი“ იუწყება, რომ 26 ოქტომბერს წარმომადგენლობის შენობის კედელზე ახალი აბრის მიმაგრების ცერემონია გაიმართება.
უფრო მეტი ინფორმაციის სანახავად, გადადით ლინკზე: https://eadaily.com/ru/news/2019/10/16/v-rime-gruziny-sorvali-tablichku-s-gossimvolami-yuzhnoy-osetii

კომენტარები