ქართველებმა რუსეთში შესაძლოა ვიზის გარეშე გამგზავრება შეძლონ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების შესაძლო გაუქმებაზე საუბრობენ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ რუსეთის მხარე საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე უარს არ აცხადებს. მისი თქმით, ეს საკითხი რუსეთის ხელისუფლების მხედველობის არეში როგორც იყო, ეგრევე დარჩა.

დიპლომატმა აღნიშნა, რომ საქართველოს მხრიდან რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების რეალური მოქმედებები სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე დადებითად იმოქმედებენ.

ინფორმაციას „mk.ru“ ავრცელებს.

კომენტარები