„ქართველი და ებრაელი ხალხის ისტორია ძმობის, მეგობრობის, გვერდში დგომის ისტორიაა“ – დავით ზალკალიანი დეკანოზ ილია კარკაძის ქადაგების შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმსახურის, დეკანოზ ილია კარკაძის ქადაგებას გამოეხმაურა:

-„ქართველი და ებრაელი ხალხის ისტორია ძმობის, მეგობრობის, გვერდში დგომის ისტორიაა, ყველა ქვეყნისა თუ ერისთვის მისაბაძი. ანტისემიტიზმის უმცირესი გამოვლინებაც კი ვერასოდეს იპოვის ადგილს ქართველის გულსა და ცნობიერებაში. ქართველი და ებრაელი ხალხის მომავალი მუდამ იქნება ძმობა და ერთობა“, – წერს დავით ზალკალიანი Twitter-ზე.

დეკანოზმა ქადაგებისას თქვა: „ჩვენ როცა ვსაუბრობთ გინდა ქართველებზე, გინდა სხვა მოძმე და განსაკუთრებით ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს ებრაელებთან, მაგრამ, ისიც უნდა შევახსენოთ, -ცოტა შენ გიჭირდა,ჩვენ ჩაგიხუტეთ, შენ უნდა გესმოდეს, რომ არ უნდა გააკეთო ასე, სულხან-საბას იგავივით, კუ და მორიელივით”.

კომენტარები