ქართველი ემიგრანტის ემოციური წერილი გერმანიიდან

ქართველი ემიგრანტი, ხათო ბარათაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს –
“მოგესალმებით!

დღეს მსოფლიოში შექმნილი ურთულესი მდგომარეობიდან გამომდინარე ძალიან ძნელია უყურო და უსმინო ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ხალხს!

დღეს, როცა მთელი მსოფლიო გაერთიანდა ამ უჩინარი მტრის წინააღმდეგ, რომელიც საათებში ათასობით ადამიანის სიცოცხლეს სპობს, ხოლო ათიათასობით ინფიცირებულია, როცა თითქმის ყველა სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტი გაჩერებულია და ბრძოლა გადარჩენისთვის მიმდინარეობს – თქვენ,
ზოგიერთები დღედაღამ წუწუნებთ, რომ თურმე ავტომანქანებში ცოლები წინ ვერ დაგისვამთ და ცხრა საათის შემდეგ ვერ სეირნობთ. მინდა მოკლედ გითხრათ, რომ მაგრად ,,ტეხავს” თქვენი საქციელი.

როგორც გერმანიაში მცხოვრები ემიგრანტი ერთ თემას გამოვეხმაურები: რომ დგეხართ და ლაივს ლაივზე წერთ – არიქა და გერმანიაში ქართველები ქუჩაში უპატრონოდ არიან და საჭმელ-სასმელი არ აქვთო, – ეს ძალიან დიდი ტყუილია… აქ მსგავსი რამ არ ხდება, თუ არადა ერთი ფაქტი მაინც დადეთ!

ნეტავ ერთი წუთით გაჩვენათ, თუ რა ხდება ჩვენს ჩატში – თითოეული ემიგრანტი როგორ ვიბრძვით და ვშრომობთ ერთმანეთისთვის, მთელი მსოფლიოს ემიგრაცია გაერთიანებულია და თავიანთი ოჯახების წილ ლუკმას სხვებს უნაწილებენ, საქართველოში წამოსასვლელ თანხას უგროვებენ და საკვებს უმარაგებენ… ხოლო თქვენ, ზოგიერთი მათგანი უპასუხისმგებლო განცხადებებით შეურაცხყოფას გვაყენებთ ყველა იმ ემიგრანტს, ვინც დღე და ღამე ვათენებთ იმაზე ფიქრით თუ როგორ გადავარჩინოთ ერთმანეთი.

თითქმის ყველა ქვეყანაში მყავს ემიგრანტი მეგობარი, ჩვენ ყველას ერთად ძალიან მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გვაქვს, რათა დავრჩეთ იქ, სადაც ვართ და არ ჩამოვიდეთ, რათა კიდევ უფრო მეტი საფრთხის ქვეშ არ დავაყენოთ ჩვენი ხალხი და საქართველო.

და ბოლოს – თუ პრეზიდენტყოფილი სააკაშვილი ჯერ კიდევ ვერ გარკვეულა როგორ და რანაირად დაეხმაროს ემიგრანტებს, მოგვმართოს და ჩვენ ემიგრანტები თავად დავაკვალიანებთ მას…

გერმანია მედიცინის სფეროში ერთ ერთი წარმატებული ქვეყანაა მსოფლიოში და ამიტომ, ყოველთვის მეგონა, რომ ამ მხრივ ნებისმიერ პრობლემას გადაჭრიდნენ, ახლა კი, სამწუხაროდ პირველ რიგში მხოლოდ უფლის იმედი მაქვს და ყოველ დღე ვლოცულობ, რომ ამ სიტუაციიდან მშვიდობიანად გამოვიდეთ.
🙏❤️”-წერს ემიგრანტი

კომენტარები